ENG
28 თებერვალი, 2021

III ეტაპის საშეღავათო პერიოდი სოციალურ ავანსზე | ხშირად დასმული კითხვები

1. ვინ ისარგებლებს სოციალურ ავანსზე საშეღავათო პერიოდით?

საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ პენსიისა და დევნილთა დახმარების მიმღები ის პირები, რომლებიც სარგებლობენ სოციალური ავანსით.

2. როგორ სესხებს ეხება III ეტაპის საშეღავათო პერიოდი ?

III ეტაპის საშეღავათო პერიოდი (ავტომატური გადავადება) ეხება პენსიისა და დევნილთა დახმარების მიმღებ პირებს, რომლებიც სარგებლობენ სოციალური ავანსით და არ უფიქსირდებათ ვადაგადაცილება.

3. როდიდან დაიწყება III ეტაპის საშეღავათო პერიოდი?

საშეღავათო პერიოდით სარგებლობა დაიწყება მარტიდან და გაგრძელდება 31 აგვისტოს ჩათვლით.

4. რას გულისხმობს სოციალურ ავანსზე საშეღავათო პერიოდი?

სოციალურ ავანსზე ავტომატური გადავადების ფარგლებში, შეღავათი შეეხება მხოლოდ ძირითად თანხას. მსესხებელმა ყოველთვიურად უნდა დაფაროს მხოლოდ „მომსახურების საკომისიო“.

საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში გაიზრდება, თუ არა ყოველთვიურად შესატანი თანხა?

გადავადების შედეგად ყოველთვიური შენატანი არ გაიზრდება.

5. სოციალურ ავანსზე საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში გაიზრდება, თუ არა სესხის ვადა?

დიახ, სესხის ვადა გაიზრდება ისე, რომ ყოველთვიური შესატანი თანხის  მოცულობა დარჩება უცვლელი.

6. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხულ პროცენტს ერიცხება პროცენტი?

არა, პროცენტზე პროცენტის დარიცხვა არ განხორციელდება.  

7. თუ ვსარგებლობ რამდენიმე სესხით ერთდროულად, ყველა მათგანზე გავრცელდება III ეტაპის საშეღავათო პერიოდი?

არა, გადავადება შეეხება მხოლოდ სოციალურ ავანსს. 

8. როგორ მოვიქცე თუ არ მსურს სოციალურ ავანსზე საშეღავათო პერიოდით სარგებლობა?

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ ავტომატური გადავადებით სარგებლობა, გაქვთ  საშუალება დააფიქსიროთ უარი არაუგვიანეს 31 მარტისა (პასუხის დაფიქსირების ბოლო ვადა: 30.03.2021, 00:00) შემდეგი არხების საშუალებით: